|
2018-10-13 18:00:06, 1283 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის" -ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანბანის კოშკთან გამართულ „ევროპულ დღეებზე" განაცხადა. „ევროპის დღეები" ბათუმში ხალხმრავლობით იყო გამორჩეული. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი „ევროსოფელი" თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე „ევროპის დღეების" სტუმრებს მიესალმა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ქვეყნისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ბათუმის ანბანის კოშკთან შეკრებილი უამრავი ადამიანი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ურყევი ნებისა, რასაც ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჰქვია. ანბანის კოშკის ტერიტორიაზე ინფორმაციული და გასართობი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაზე თემატური სტენდები საქართველოში ევროკავშირის პროგრამებს ასახავდნენ და იმ შესაძლებლობებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. ევროპის დღეების წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა", რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. ღონისძიება საღამოს ღია ცის ქვეშ ნათია თოდუას და „ვაკის პარკის" კონცერტით დასრულდება.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)