|
2018-10-12 15:09:49, 1984 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ესტონელ კოლეგას, ტომას ტინისტეს შეხვდა
ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონეთის ფინანსთა მინისტრს, ტომას ტინისტეს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და საგადასახადო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი, ასევე შეეხო ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.ივანე მაჭავარიანმა ესტონელ კოლეგას გააცნო მოგების გადასახადის რეფორმის მიმდინარეობა, მისი პირველი შედეგები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს რეფორმის დანერგვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ,სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ქართულ მხარესთან არსებული თანამშრომლობა და გამოთქვა მზაობა, მომავალშიც გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)