|
2018-10-12 13:50:44, 1827 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკას, რომელზეც დაფუძნებულია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა
ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკას, რომელზეც დაფუძნებულია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს გულისხმობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რესურსის ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსებაზე მიმართვას. იგი ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას სახელმწიფო ბიუჯეტში არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯების არსებობის შესახებ. „თითოეული პროექტის ეფექტურობის შეფასება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც პროექტი განხორციელდება და მას შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პროგრამა. პროგრამაზე „დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ გაიზარდა პროგრამის დაწყების შემდგომ მრავალწლოვანი კულტურები საქართველოში და რამდენად მეტი მოსავალი მოვა, რაც ერთი მხრივ, იმპორტს ანაცვლებს და ზრდის ექსპორტის შესაძლებლობას. იმაზე საუბარი, რომ ესა თუ ის პროგრამა არის არამიზნობრივი, თუ შეფასება არ განხორციელდა და არგუმენტებით არ ვისაუბრეთ, ნამდვილად ვერ გავიზიარეთ. პროგრამის “აწარმოე საქართველოს“ გაუმჯობესება შეიძლება და ამაზე ახალი მინისტრი მუშაობს, რათა აღნიშნული პროგრამა უფრო მეტად ეფექტური და დახვეწილი იყოს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)