22:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 21:33:50, 1551 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანმა აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე შეხვედრა გამართა

ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის ხვალინდელ დეკლარაციაში მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, ქართველი დიპლომატების მხრიდან მრავალი თვეა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ხვალ მიღებულ ფრანკოფონიის დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ამ მხრივ ჩვენ იმედიანად ვართ", − აცხადებს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ორმხრივი შეხვედრების შესახებაც საუბრობს, რომელიც ბურკინა ფასოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართა.

„მე მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მესაუბრა ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან იმის შესახებ,  თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსათვის რეფორმები და ძლიერი  სახელმწიფოს მშენებლობა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი ერევანში ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სამიტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟით იმართება. ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები − პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებიან. სამიტი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics