|
2018-10-11 11:06:35, 970 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ორსულთა ვაქცინაციის საკითხზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ორსულებში მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს. სამინისტროს ცნობით, ისინი რეგიონის ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებათა გინეკოლოგებს შეხვდნენ. „გრიპის აქტიური სეზონი წლის მე-40 კალენდარული კვირიდან იწყება და მომდევნო წლის მე-20 კვირის ბოლოს დასრულდება. ამ პერიოდში განსაკუთრეული ყურადღება უნდა დაეთმოს ორსულებს, რადგან ისინი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან იმუნური სისტემის დროებითი ცვლილებების გამო. ორსულობისას გრიპის პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. სეზონური ვაქცინა უსაფრთოა ორსულობის ყველა ეტაპზე. ორსულობის დროს ჩატარებული ვაქცინაციისას ბავშვს გადაეცემა იმუნიტეტი, რაც იცავს მას დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მაღალი რისკის ჯგუფებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო 4068 დოზა ვაქცინა ,,ვაქსიგრიპი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. მათივე ცნობით, 2018-2019 წლების სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: ქრონიკული დაავადების მქონე პიები, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი და დიალიზზე მყოფნი; მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთანამშრომლობით განხორციელდება ყოველდღიური ზედამხედველობა გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)