|
2018-10-09 17:05:57, 1871 ნახვა
კომენტარი
„სოფლიდან რუსეთის ბაზაზე გადამიყვანეს“ - მაია ოთინაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი, რომელიც მარიონეტულმა რეჟიმმა ქართულ მხარეს დღეს გადასცა, 11-დღიან პატიმრობას იხსენებს. როგორც ოთინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავდაპირველად რუსულ ბაზაზე, შემდეგ კი, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. „თვალები მქონდა ახვეული. აქედან გადამიყვანეს, თავიანთ ბაზაზე, რუსების ბაზაზე. იქ ვიყავი ერთი დღე, დილიდან საღამომდე. მერე ცხინვალში წამიყვანეს. ძირითადად არაფერს არ მეკითხებოდნენ, კარგად არ მესმოდა რუსული, მომიტანდნენ ფურცელს, მოვუწერდი ხელს და მიჰქონდათ. მიდიოდნენ-მოდიოდნენ. მერე ვიყავი, გობედეს ეძახდნენ, იზოლატორში. 4 დღე ვიყავი იქ, მეხუთე დღეს სუდ-ი მქონდა, მერე ერთ თვიანი შემიფარდეს და მერე ციხეზე ვიყავი ამ დღემდე. 6 თვე არ უნდა ჩაიდინო იგივეო. ჩემ ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე?“, - განაცხადა მაია ოთიაშვილმა. ცნობისთვის, მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)