02:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 17:06:33, 1678 ნახვა

რეგიონი
აჭარას „ევრონიუსის“ ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარას ,,ევრონიუსის" ჟურნალისტები სტუმრობენ გადაცემა ,,Focus"-ის გადამღები ჯგუფი ბათუმს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს.

რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ოლიმპიადის მნიშვნელობის შესახებ, "ევრონიუსის" სპეციალური რეპორტაჟისთვის ინტერვიუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ მისცა. მან ხაზი გაუსვა მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ბათუმში ჩატარებას.

„მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გვემასპინძლა ამ ოლიმპიადისთვის და მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. ეს ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის, რათა მისი - როგორც საერთაშორისო ქალაქის პოზიციონირება მომხდარიყო. ამაღლებულიყო ცნობადობა ქვეყნისა და ქართული კულტურის შესახებ," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ევრონიუსის" გადამღებ ჯგუფს ასევე ესაუბრა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო და მისი ულამაზესი კუთხე აჭარა უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილებია, რომელთაც უძველესი კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და პერსპექტივები გააჩნია.

„ევრონიუსის" წარმომადგენლებმა, ბათუმში ყოფნისას, ასევე გადაიღეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ძველი და ახალი თაობის ქართველ მოჭადრაკეებსაც გაესაუბრნენ.

ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნა და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics