19:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 12:31:01, 2284 ნახვა

კომენტარი
პატრიარქი რადას სპიკერს: აუცილებელია თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის პოზიცია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად უკრაინის რადას სპიკერი, ანდრი პარუბი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ და უკრაინის რადას სპიკერმა შეხვედრაზე უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

,,აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია“,  – განაცხადა პატრიარქმა.

თავის მხრივ, ანდრი პარუბმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics