|
2018-10-05 14:39:09, 2969 ნახვა
სამართალი
გენერალურმა ინსპექციამ 2018 წელს ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 7 თანამშრომელი მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2018 წელს ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 7 თანამშრომელი მისცა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჭელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების შიგნითაც აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს. "მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 7 თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)