|
2018-10-05 13:33:41, 2761 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ
„დღეს ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველ გუნდს ყიფინის გაწირვა ცუდად დაუბრუნდება. „თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, რომელიც თქვენიანი იყო ასე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად და ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს, როდესაც მე ვხედავ როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მე აღარ მახსოვს, ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, მე ისინი არც ერთი არ მახსოვს. ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით კოლექტიური ორგანოს, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმისი არ გააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანსმ რომელიც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთანაც ერთად ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს, რომ არიან ხელისუფლებაში მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)