|
2018-10-04 16:21:54, 2596 ნახვა
ეკონომიკა
ბობ მეიერი: საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საინვესტიციო გარემო კი იდეალურია
კომპანია ლისის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბობ მეიერის განცხადებით, დღეს საქართველოში საბანკო რეგულაციები უკეთესია, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში. ამასთან, როგორც მეიერი ამბობს, საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საინვესტიციო გარემო კი იდეალურია. „საქართველოში 1992 წლიდან ვარ, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან ერთად საკმაოდ ბევრი ლოკალური ინვესტიცია განვახორციელე. ამ პერიოდში საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ ცუდი იყო, თუმცა ბოლო 10 წელიწადში სიტუაცია გაუმჯობესდა მნიშვნელოვნად. საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საინვესტიციო გარემო კი იდეალურია. რაც შეეხება საქართველოში საბანკო რეგულაციებს, ამ მიმართულებით, რეგულაციები უკეთესია, ვიდრე ეს ევროპაში და ამერიკაშია. საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ კონსერვატიულია, რაც ძალიან კარგია. შედეგად, ქართული საბანკო სისტემა მეტად სოლიდური და უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების, ან ვიდრე ჩემი ქვეყნის - ჰოლანდიის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ბევრ ქვეყანაში ბანკებს ვერ ენდობი, მაგრამ საქართველო საბანკო სისტემით მეტად სანდოა“, - ამბობს ბობ მეიერი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)