23:46 - 18 Jul, 2026
|
2018-10-04 12:52:15, 1833 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე შეიხ ალ ნეჰაიანს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შეიხ სულთან ბინ ხალიფა ალ ნეჰაიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეიხი აჭარაში მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში აზიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება. თორნიკე რიჟვაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, ასევე სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის ხედვები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ბიზნესის წარმოების მიმართულებით არსებულ ხელსაყრელ და მიმზიდველ გარემოზე. შეიხ ალ ნეჰაიანმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის. მისი თქმით, შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა და იგი მზადაა ახლო მომავალში საქმიანი ვიზიტით, ბიზნეს ჯგუფთან ერთად, დაბრუნდეს აჭარაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)