|
2018-10-04 11:08:16, 1881 ნახვა
სამართალი
ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა. როგორც ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, იგი ლონდონში იმყოფება და ითხოვს, რომ მისი გამოკითხვა სწორედ იქ მოხდეს. ბიზნესმენის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ განცხადება პროკურატურამ 2 სექტემბერს გაავრცელა. „მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ზ.ო. 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს ადვოკატმა პროკურატურას განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სექტემბრის ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში 2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)