|
2018-10-03 16:37:37, 1600 ნახვა
კომენტარი
მერაბიშვილის მეუღლე: გვაწვალებენ და დაგვცინიან... რატომ არ შეიძლება მეუღლე მოვინახულო?
„არ ვიცი, რატომ არ მიშვებენ, უბრალოდ გვაწვალებენ, ჩემი აზრით, დაგვცინიან კიდევაც“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. სალაყაიას თქმით, მისთვის დღემდე უცნობია, რა კვლევებს უტარებენ მერაბიშვილს. „უბრალოდ გვაწვალებენ ჩემი აზრით, დაგვცინიან კიდევაც. ისეთ რაღაცებს ითხოვენ, მართლა ისეთ რაღაცებს ითხოვენ, რაც მათ ყველაფერი აქვთ ბაზაში. მკურნალი ექიმის გარდა. მათ აქვთ ბაზაში, ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ ჩვენ ბაზაში რომ მკურნალ ექიმს დავუკავშირდეთ და რეკომენდაცია მომცეს რომ ჩემი მეუღლე ვნახო. ფიზიკურად მინდა ვნახო როგორ არის. მართლა ფიზიკურად მაინტერესებს როგორ არის, რომ ვნახო ამის უფლება რატომ არ გვაქვს ვერ ვხვდები. არასდროს შეთანხმებული ჩვენთან არაფერი არ ყოფილა. არც კვლევა, არც გადაყვანა. მოვითხოვ, რომ ვიცოდე ვინ არის მკურნალი ექიმი, რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? რა კვლევებს უტარებენ. იქნებ არ ვარ თანახმა იმ კვლევებზე და მინდა სხვა კვლევები გაიკეთოს. რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე“, - განაცხადა თაკო სალაყაიამ. ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლნიკაში გადაყვანა დამატებითი სისხლის ანალიზის ჩასატარებლად გახდა საჭირო.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)