|
2018-10-03 11:43:48, 1930 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს ეგზავნება
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერა, რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს ეგზავნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ჰონგკონგმა რეგიონში გააფორმა. „ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უკეთ ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას დავუმატოთ ახალი ეკონომიკური პლატფორმები. ჰონგკონგთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრას და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას; ასევე ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრა ვაჭრობაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)