|
2018-10-02 17:41:31, 2684 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს პასუხობს
„თიბისი ბანკში“ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცახდებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში განხორციელდა და კომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. „ეს კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, სათანადოდ რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. არავითარი საეჭვო არ აღინიშნებოდა ამ კომპანიის დოკუმენტაციაში. მსგავსი ტრანზაქციები ყოველ დღე ხორციელდება ჩვენს მსხვილ ფილიალებში. გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მსგავს ტრანზაქციებში არ მონაწილეობენ, ამიტომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ტრანზაქცია განხორციელდა კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ნორმების დაცვით, სამუშაო საათებში, რადგან ეს ფილიალი საღამოს 8 საათამდე მუშაობს. კომპანიამ განკარგა საკუთარი სახსრები კანონის მოთხოვნების დაცვით. აღნიშნული თანხა, ამ შემთხვევაში, მარჯანიშვილის ფილიალში ხელმისაწვდომი იყო და ბანკი მოემსახურა კლიენტს იმავე დღეს“, - განაცხადა ეგუტიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ტრანზაქცია, რომლის თანხაც 30 000 ლარს აღემატება და საეჭვოა რეპორტდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. „თიბისი ბანკს აღნიშნულ თემებზე მსგავსი სიცრუის გავრცლება რეპუტაციულ ზიანს აყენებს, ამიტომ ბანკი აპირებს მოახდინოს სათანადო სამართლებივი რეაგირება“, - განაცხადა ეგუტიამ.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)