|
2018-10-02 15:44:54, 2000 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში შსს წინააღმდეგ, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა გაიმართება. საქმე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის, ასევე აქციაში მონაწილე სხვა პირების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონოდ შეზღუდვას. კერძოდ კი, 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს აქციის გასაგრძელებლად გამოეყენებინათ მშვიდობიანი შეკრების კონკრეტული ფორმა და პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე, იმ სივრცეში რომელიც ხელს არ შეუშლიდა მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას დაედგათ კარავი. თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს უკანონოდ არ მისცეს შესაძლებლობა ესარგებლათ შეკრების ამ ფორმით, დაშალეს კარვის კონსტრუქცია, აქციის მონაწილეებს ჩამოართვეს კარვები და არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა, რითიც პოლიციის მიერ განხორციელდა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში მოხდა უხეში ჩარევა. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კარვების გაშლისა და შეკრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის ქმედების უკანონოდ ცნობა და მსგავსი ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ კი, მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნას მოსარჩელეებს (აქციის მონაწილეების) შესაძლებლობა, კარავი განათავსონ მათ მიერ შერჩეულ ადგილას, ქ. თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს წარმოადგენენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)