|
2018-10-01 15:07:39, 1490 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ყოფილ ხელისუფლებაზე: რაც თავად დააშავეს, იმას ცდილობენ დღეს „ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს დააბრალონ
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება ცდილობს თავისი დანაშაული "ქართულ ოცნებას" და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დააბრალოს. როგორც ივანიშვილმა პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, მმართველმა გუნდა 6 წლის წინ ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. „დღეს 1-ელი ოქტომბერია. ამ დღეს, 6 წლის წინ, ჩვენმა გუნდა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა შევაფასოთ. სამწუხაროდ, 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე და იცით, როგორ თანმიმდევრულად ვცვლით სიმახინჯეებს და ქვეყანა მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე, ჩვენდა სასირცხვილოდ მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება. რაც თავად დააშავეს, იმას ცდილობენ დღეს „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბნიშვილს დააბრალონ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)