|
2018-10-01 14:22:35, 1449 ნახვა
საზოგადოება
აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 500 შემთხვევას გადააჭარბა
აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 500 შემთხვევას გადააჭარბა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფომრაციით, 2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 468 შემთხვევა. 2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია, 1838 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 4436 პაციენტი, მატ შორის 48 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.4 % ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0 % დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % სისხლის რეციპიენტია; 0.7 % გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 924 (აქედან ზუგდიდი - 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი – 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში (272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო. შიდსის ცენტრის მისამართია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16, მე-8 კორპუსი. ცხელი ხაზი: 239-80-18.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)