21:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-30 22:40:38, 2762 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა

,აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია, -  საქართველოს საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხი არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.

„უკრაინაში არსებულ რთულ საეკლესიო ვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წამოწყებულ ინიციატივას, როგორც ცნობილია, კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია. საერთოდ, ეს თემა არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მილიონობით მართლმორწმუნეთა წინაშე, უფრთხილდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას და ვიმედოვნებთ, ყოველმხრივ შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics