19:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 12:22:43, 2480 ნახვა

საზოგადოება
9 წლის საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება

9 წლის საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რისთვისაც 8 720 ლარია საჭირო.

„კიდევ ერთხელ გვჭირდება თქვენი გვერდით დგომა! თქვენი სიკეთით და თანადგომით საბას ერთხელ უკვე გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა. ახლა ის მეორე გადანერგვისთვის ემზადება. რომელმაც დიდი შვება შეიძლება მოუტანოს მას. ოპერაციამდე სჭირდება რამოდენიმე პროცედურა რაც 1720 ლარი ჯდება და ოპერაცია 7000 ლარი. ვინც არ იცნობთ, საბა 9 წლის პატარა კაცია. წესით ის მის თანატოლებთან ერთად ეზოში საინტერესო და ფერადი თამაშებით უნდა ერთობოდეს და უხაროდეს ბავშვობა. მიუხედავად მისი განცდების და ყოველდღიური ბრძოლისა, ის მაინც ახერხებს გაახაროს ყოველი ღიმილითა და გამოხედვით მისი გარშემო მყოფები.

ის ძალიან მებრძოლი ბიჭია, ჩაიტარა მრავალი თერაპია და ურთულესი ოპერაცია. ამჟამად ის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. ბევრი კეთილი ადამიანი და კომპანია დაეხმარა საბას. სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ძვირადღირებული გამოკვლევებისა და პირველი გადანერგვის თანხის მოგროვება. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიდეგით გვერდში. მე ვიცი ჩემი შვილი ბოლმდე კარგად არ იქნება, მაგრამ ბევრად უკეთესად რომ იქნება ზუსტად ვიცი.

ახლა ყოველი თეთრი, ყოველი ლარი ძალიან მნიშვნელოვანია! მე მჯერა თქვენი! მიხარიხართ და მეიმედებით!“, - წერს სოციალურ ქსელში საბას დედა ნინო ნორაკიძე.

ლიბერთი ბანკი,

ანგარიშის ნომერი: GE90LB0211179104379000,

მულტი სავალუტო GE08LB0288870250215136 (GEL/USD/EUR), SWIFT LBRT, მიმღები: ნინო ნორაკიძე









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics