|
2018-09-27 12:31:48, 2609 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ევროპის საინვესტიციო ბანკთან 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა
"თიბისი ბანკმა" და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. რესურსის ვადიანობა 5 წელია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. „მოხარული ვართ, რომ ასეთი წარმატებული პარტნიორობა გვაქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან. ეს უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ინსტიტუტებმა განახორციელეს. რესურსი მოხმარდება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ამ სეგმენტში, საქართველოში", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „თიბისი ბანკის დაფინანსებით EIB ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კერძო სექტორის სტაბილიზაციისა და ხელშეწყობისთვის. ამ ტრანზაქციით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გრძელვადიანი ფინანსირების ხელშეწყობა იზრდება, რაც მათ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და საქართველოს ეკონომიკა გაიზდება", - განაცხადა EIB-ის ვიცე- პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკიმ.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)