|
2018-09-27 12:20:06, 2198 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ხვდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობა გადამწყვეტია. „ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ხვდება, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან არის გადამწყვეტი; იმიტომ, რომ სასამართლომ შეაგროვოს მტკიცებულებები გამოძიების პროცესში და კიდევ ერთხელ დადასტურდეს საქართველოს მხრიდან ის, რაც არის სასიცოცხლო და მთავარი, რომ ამ გამოძიებისას ჩვენ ვეძიებთ დამტკიცებას იმ დანაშაულებების, რომლებიც ეხება ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობას, ქართველების ეთნიკური წმენდას, ასევე, გორის დაბომბვას 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა გამოიყენა „ისკანდერი". ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გარეშე წინსვლა ვერ იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეს პრიორიტეტები; ითქვა, რომ საქართველო ჩაატარებს ოქტომბერში უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონფერენციას; ითქვა ისიც, რომ ჩვენ ახალ ფურცელს გადავშლით თანამშრომლობის დარგში და ხელს მოვაწერთ მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას პატიმრების გაცვლის სფეროში", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ფატუ ბენსუდასთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)