|
2018-09-25 10:53:40, 2123 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძობს
„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, სადაც ავტონაწილების და აქსესუარების მაღაზია და სერვის ცენტრია წარმოდგენილი. ამჟამად აზერბაიჯანში “თეგეტა მოტორსი” უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა/დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია საბურავების, ზეთების, აკუმულატორების, ფილტრების, მსუბუქი ავტომობილების და მიკროავტობუსების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანი. ახალ ფილიალში დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქართველი წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიული მომზადება „თეგეტა აკადემიაში“ გაიარეს და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. „თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია და მიიღოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება კომფორტული გარემოში. „თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. კომპანია 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)