|
2018-09-25 10:29:58, 1855 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ლუდის კომპანიის” საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი სიახლე სს „ქართული ლუდის კომპანიისგან - “დღეიდან ბაზარზე ახალი საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ გამოჩნდება. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ბავშვებში „ჩერო“ საკმაოდ პოპულარული წვენია და შესაბამისად „გმირები“ მათ ნატურალური წვენებისადმი სიყვარულს კიდევ უფრო გაზრდის. „სურვილი გვქონდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამიენებს და მათ დადებით თვისებებს. სურვილი რეალობად ვაქციეთ და ასე დაიბადა „გმირები“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი ირაკლი გელაძე. სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ პროდუქციის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ჩერო „გმირები“ ჩვეულებრივი „ჩეროს“ მსგავსად ჩამოსხმულია ასპეტიკური ტექნოლოგიით, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები. „თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჩერო“ შეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის“, განმარტავს ბრენდმენეჯერი. ჩერო „გმირები“ 5-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი საბავშვო სასმელია, რომელსაც 0,25 ლიტრიანი შეფუთვა აქვს და მასზე დატანილ გმირებში კარგად ჩანს თავად ამ გმირების ძლიერი მხარე და ის ვიტამინები, რომლებსაც თავის მხრივ წვენი შეიცავს და ბავშვებისათვის სასარგებლოა. სასმელის შეფუთვაზე გამოსახული სხვადასხვა გმირები განასახიერებენ ბავშვებს სუპერ შესაძლებლობებით. ალუბალი - ალუ და ბალი (ტყუპები, ქარივით სწრაფები); ვაშლი - კაპიტანი ვაშლი (რკინასავით ძლიერი); ფორთხოალი - დოქტორი ცევი (მკურნალი, ცნობისმოყვარე); ბროწეული - ბროწო მაგი (ინტელექტუალი); მულტიხილი - მულტი გოგო (ჭკვიანი, გაჯეტების მოყვარული, თანამედროვე); სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „ჩეროს“ ხაზის განვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. ჩერო „გმირები“ კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ბრენდის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე ექსპორტიორ ქვეყნებში. 2018 წლის ბოლომდე „ჩერო“ კიდევ 2 ახალი სახეობის დამატებას გეგმავს, რაც „გმირების“ პორტფელში ავტომატურად 2 ახალი გმირის დამატებას გულისხმობს.
(R)
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)