15:04 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 00:41:20, 1844 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სენატორ როჯერ უიკერს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყანაში ინსტიტუციების განვითარებაზე; რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა და სენატორმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მამუკა ბახტაძემ  მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.

 სენატორმა როჯერ უიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მან პოზიტიური შეფასება მისცა ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სენატორმა რწმენა გამოთქვა, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. საარჩევნო პროცესს ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება.

პრემიერ-მინისტრისა და სენატორის შეხვედრა აშშ-ის სენატში გაიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics