|
2018-09-19 17:56:30, 2181 ნახვა
კომენტარი
ბესელია: შევთანხმდით ყველა, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარების აკრძალვას საჭიროა
ფიქრობ, ეს იყო კარგი პროცესი იმიტომ, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ყველა, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარების აკრძალვას საჯარო სივრცეში და მათ შორის, ამკაცრებს სისხლის სამართლის კუთხით პასუხისმგებლობას, საჭიროა, - ამის შესახებ იუსრიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. დეპუტატმა კანონპროექტის დღევანდელი განხილვა დადებითად შეაფასა. „დღეს გვქონდა ძალიან ემოციური და საკმაოდ საინტერესო განხილვა. ეს იყო პირველი საჯარო დისკუსია ღია ეთერში. ჩვენ ყველას მივეცით შესაძლებლობა, რომ გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება. ძალიან მინდოდა, რომ ყველა სასულიერო პირს, ვინც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, ესაუბრა, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა და ერთმანეთისთვის არგუმენტების მოსმენის შესაძლებლობა მიგვეცა. ვფიქრობ, ეს იყო კარგი პროცესი იმიტომ, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ყველა, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარების აკრძალვას საჯარო სივრცეში და მათ შორის, ამკაცრებს სისხლის სამართლის კუთხით პასუხისმგებლობას, საჭიროა",-განაცხადა ბესელიამ. ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც, რომელიც ეხება ნორმის განმარტებას განსხვავებული ფორმით. „ამ იდეას კომიტეტმა მხარი დაუჭირა და მე მგონი ვიპოვეთ კონსენსუსი სად ვთანხმდებით და ვთანხმდებით იქ, რომ ცუდია ნარკოტიკის მოხმარება, ცუდია მარიხუანას მოხმარება. ეს არის სენი, მას სჭირდება გამკლავება, სჭირდება პრევენცია, სჭირდება ზიანის შემცირება. ამაზე ვთანხმდებით და რა არის კიდევ საჭირო დამატებით, ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა",-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)