|
2018-09-19 12:31:58, 2025 ნახვა
კომენტარი
გია აბაშიძე - ოპოზიციამ შესაძლოა ცესკო-ს, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს
ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური, თუ ადამიანური, ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზირებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას ცდილობს, რადგან მაჭუტაძისთვის ეს, დროებითი კომფორტია, შექმნას ე.წ. საპნის ბუშტი. აბაშიძის აზრით, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეეძლო სულ სხვა სახით მოეხდინა ამ სიის კომპრომეტირება. მაგალითად, მხარდამჭერთა სიაში „მკვდარი სულების“ მასობრივად შეყვანით. „მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე, მამუკა ბახტაძე ნაცმოძრაობის შემომწირველთა სიაში გახლდათ და ეს მან თავადაც თქვა, რომ მისი ანგარიში იმ დროს ტექნიკურად გამოიყენეს. ცხადია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არის მისი პირადი მონაცემები და მაღალი ალბათობით, ეს მონაცემები მექანიკურად მოხვდა „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ , თუ ნაცმოძრაობის სხვა სატელიტური პარტიის მონაცემთა ბაზაში და ის უბრალოდ ჩაწერეს, როგორც ე.წ. მხარდამჭერი. ბუნებრივია, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.“- განაცხადა გია აბაშიძემ. ექსპერტი არ გამორიცხავს, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ იმდენად შორს წავიდეს, რომ ამომრჩეველებზე ზეწოლის მიზნით, ცესკოს ქვეყანაში აზიური ფაროსანას შემოყვანა- გავრცელებაც დააბრალოს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)