|
2018-09-18 19:32:41, 2657 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება
2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისები შესრულდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიიღო. ახალი მიმართულება იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც ქუთაისსა და საპორტო ქალაქ გდანსკ ერთმანეთთან დააკავშირებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე 59,99 ლარიდან უკვე შესაძლებელია. დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტიდან ფრენებს ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით ასრულებს. 11 ოქტომბრიდან კიდევ ერთი პირდაპირი მიმართულება - ქუთაისი-ვენა ემატება. 2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს რეისებზე 360,000-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 67%-ით აღემატება. ჯამში კი 8 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283355 მგზავრი).
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)