|
2018-09-18 12:07:50, 2075 ნახვა
სამართალი
თადუმაძე: მცირე დროში პროკურატურამ და შსს-მ საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა შეძლეს
საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარი დადგინდება. კონფერენციაზე -„საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ შალვა თადუმაძემ მოქმედი კანონდმებლობის პრობლემად საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის არ არსებობა დაასახელა, რაც, მისი თქმით, იწვევს პასუხისმგებლობის გაურკვევლობას, ფუნქციების დუბლირებას და საბოლოოდ, ცალსახად ხარისხზე აისახება. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ და შსს-მ საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძველზე მცირე დროში შეძლეს. ორივე უწყების მიზანი კი გამოძიებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტურობაა. „მე ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ძალიან მცირე დროში ჩვენ შევძელით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩამოგვეყალიბებინა ერთიანი ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საგამოძიებო საქმიანობისა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძველზე. ერთადერთი მიზანი, რაც ორივე უწყებას გაგვაჩნია არის ის, რომ გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობაც იყოს ეფექტური. რაც შეეხება ამ მკვეთრი ზღვარის არსებობას, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ კვალიფიკაციის ნაწილი და მეორეს მხრივ კომუნიკაციის ფორმები“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)