|
2018-09-17 20:07:07, 2321 ნახვა
სამართალი
„რაც ხდება აბსოლუტური ბოდვაა, ვემიჯნები“ - ლევან ყიფიანმა პროკურატურა დატოვა
„ეს ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია რაშიც მე მონაწილეობას ვერ მივიღებ“, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. „დაწყებულია გამოძიება. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ვითანამშრომლებთ მომავალშიც. ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ის რაც ხდება, აბსოლუტური ბოდვაა, ვემიჯნები. ეს ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია რაშიც მე მონაწილეობას ვერ მივიღებ და ამას ვემიჯნები, ამიტომ მე კატეგორიულად თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, განსაკუთრებით იმ ტელევიზიისადმი, რომელთა მიმართაც არის აგორებული თითქოს ეს აჟიოტაჟი, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ყველაფერი არის გამოგონილი ტყუილი. ამას კიდევ ყველაფერს დაადგენს გამოძიება რა არის და როგორ. ავთენტურობასაც დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი სამი წელი. ამიტომ არ ვიცი, მე მოვუწოდებ თქვენც ჟურნალისტებსაც და იბერიის ჟურნალისტებსაც, რომ შეიძლება რომელიმე ჟურნალისტი იგივენაირად გახდეს მსხვერპლი“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა„იბერიას“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამ მილიონზე საუბრობენ, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ხოლო ნაწილი „ომეგა ჯგუფმა“ კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)