14:44 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 17:21:57, 4198 ნახვა

პოლიტიკა
„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მორიგ ჩანაწერს ავრცელებს - საქმეში დიმიტრი ქუმსიშვილი ფიგურირებს

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი2“-ი კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

საუბარი 3 პირს შორის, კერძოდ კი, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, ბიზნესმენ ირაკლი ჩუბინაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა. 

საუბრის მთავარი თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაა. საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც თანხების განკარგვა მოხდება. სქემის მიხედვით, ახალი სადისტრიბუციო კომპანია უნდა შეიქმნას, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებს. 

საუბრის მონაწილე მხარეები ამბობენ, რომ ბაზარზე თამბაქოს ფასს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაარეგულირებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics