|
2018-09-17 16:57:34, 1991 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაში ეჭვიც არავის ეპარება
„სალომე ზურაბიშვილი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაში ეჭვიც არავის ეპარება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევენ. „კონტექსტიდან ამოგლეჯის გარეშე, ქალბატონი სალომე საუბრობს სწორად, ჩემთვის რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იყო ეს განცხადება, ეს იყო სწორი განცხადება. ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ამ ქვეყანაში, ის, რომ რუსეთი არის აგრესორი ამ ქვეყანაში, ამას გადახედვა არ სჭირდება ნამდვილად და ამასვე ამბობს ქალბატონი სალომე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც მხარს ვუჭერთ თავისი ევროპული ბეგრაუნდით და თავისი ქართველი ფესვებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ის, რომ სალომე ზურაბიშვილი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაშიც ეჭვი არავის ეპარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ტრენდია, რომ საკუთარი უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი პოლიტიკა გადააბრალოს სხვას, სხვა გამოაცხადოს მოღალატედ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი დანაყოფი ამ გადაბრალებით, დასმენებით, ცილისწამებითა და თავისი პროვოკაციული ქმედებების გზით წარმატებას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)