|
2018-09-17 13:49:13, 2776 ნახვა
ეკონომიკა
ტურისტული ობიექტებისათვის რეგიონებში კონსულტაციები იწყება
17 სექტემბრიდან ახმეტის, ბაკურიანის და ფოთის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების ინტერნეტში განთავსებისა და ონლაინ მართვის მიმართულებით. კონსულტაციები განკუთვნილია ბიზნესებისათვის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან. კერძოდ - სასტუმროების, სასტუმრო სახლების და გასაქირავებელი ბინების, კვების ობიექტების, ღვინის მარნებისა და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტების მეპატრონეებს საშუალება ეძლევათ ადგილზე კითხვებით მიმართონ კონსულტანტს და ინდივიდუალურად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტი Airbnb-ის, booking-ისა და tripadviser-ის ინტერნეტ-პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი, რაც, საბოლოოდ, დაეხმარება მათ უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ მომსახურების ხარისხი და მიიღონ მეტი შემოსავალი. კონსულტაციები სამივე მუნიციპალიტეტში 18 სექტებერს იწყება და 1 თვეს გასტანს. ახმეტა: საკრებულოს შენობა, ჩოლოყაშვილის ქ. #49; კონსულტანტი: მანანა ქავთარაძე სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი 09:00 – 18:00 სთ. ბაკურიანი: ბაკურიანი, აღმაშენებლის ქ. #8, საზოგადოებრივი ცენტრის დარბაზი კონსულტანტი: თინათინ ყულჯანიშვილი სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი 09:00 – 18:00 სთ. ფოთი: საკრებულოს შენობა, აღმაშენებლის ქ. #12. კონსულტანტი: თათია კვარაცხელია; სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი 09:00 – 18:00 სთ. კონსულტაციები ხორციელდება პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)