|
2018-09-17 13:46:17, 2781 ნახვა
ეკონომიკა
5 ოქტომბერს ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონი „hack a tour“ -ი იწყება
5 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონს ,,hack_a_tour“- ს იწყებს. ჰაკათონი სამ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა. ,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩართული იყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების პერსპექტივაში. სწორედ ამას უზრუნვეყოფს აღნიშნული ჰაკათონი, რომელიც საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოვაჩენთ საუკეთესო იდეის მქონე სტარტაპებსა და ინოვატორებს, რომლებიც იქნებიან მხარდაჭერილი, როგორც სახელმწიფოსგან, ისე წამყვანი ტურისტული კომპანიების მხრიდან.“ - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. ჰაკათონი საქართველოს მასშტაბით ათ სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში ერთდროულად ჩატარდება, რაც კონკურსანტებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, მარტივად მიიღონ მონაწილეობა პროექტში. ჰაკათონში მონაწილეობისთვის, აუცილებელია, რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/PPakqWBFHxAjS4Sq1
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)