|
2018-09-14 15:27:30, 2972 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი 110 მილიონ ლარს მიაღწია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, "რთველი 2018"-ის მიმდინარეობის პროცესს კახეთში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო. მთავრობის მეთაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად "რთველი 2018"-ის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც პროცესის შეუფერხებლად წამართვის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ლევან დავითაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ "რთველი 2018" ორგანიზებულად, წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ ყოფილა. მთავრობის მეთაური დღესვე სოფელ რუისპირში გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიურ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მზადდება. 5 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში მოყვანილი ყურძენი ბიოდინამიური მეთოდით მუშავდება, საიდანაც წელიწადში 5 ათასამდე ბოთლი ღვინო იწარმოება. ღვინის წამოების გარდა მეურნეობაში მოჰყავთ ხორბალი, მისდევენ მეფრინველეობასა და მეფუტკრეობას, ამზადებენ ჯემებსა და მურაბებს. "კახეთში რთველი მიმდინარეობს წარმატებით. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩაბარებულია დაახლოებით 60 ათასი ტონა ყურძენი და მოსახლეობამ თითქმის 110 მილიონი ლარი მიიღო. გასული წლის მონაცემთან შედარებით, ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან ერთად, დღეს დავათვალიერეთ ბიოწარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში განვავითაროთ ორგანული პროდუქციის და სასმელის წარმოება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივზე, რომელიც ძალიან დიდ საგადასახადო სტიმულს მისცემს საქართველოში ორგანული პროდუქციის წარმოების კიდევ უფრო განვითარებას. ეს არის სწორედ ის ნიშა, რომელიც ჩვენ უნდა დავიკავოთ საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ასევე ესტუმრა "თელავის ღვინის მარანს", სადაც ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის ჩამოსხმის პროცესს გაეცნო. თანამედროვე ტექნოლგიებით აღჭურვილ საწარმოში, წელიწადში 5,5 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)