|
2018-09-14 12:32:57, 1432 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი და ჩვენ ამ შეცდომას გამოვასწორებთ
დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შედომაა და მას აუცილებლად გამოვასწორებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდეგ საფეხურებზე. „განათლების სისტემის რეფორმირება განხორიციელდება ხუთი მიმართულებით - ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განასაკუთრებული ყურადღება. დღეს სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამ შეცდომას ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)