|
2018-09-14 11:55:40, 585 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დინამიურად ვითარდება. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული "ვიშეგრადის ოთხეულის" ფორმატში, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა. გარდა ამისა, თქვენი მხარდაჭერა ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში (ODA) ძალიან ძვირფასია ჩვენთვის," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ჩეხეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დაესწრებიან ბიზნესფორუმს "საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა", რომელიც 14 სექტემბერს სასტუმრო „ჰილტონში" გაიმართება. ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღებენ ინფორმაციას.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)