|
2018-09-14 10:07:14, 1568 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბათუმში ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაციას გამართავს
14 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, სასტუმროში „შერატონი“ (მის: ქ. ბათუმი, რუსთაველის 28) ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება. საიტის მიზანია ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა.შ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე. სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე, მიზნობრივ ბაზრებზე. ხელმისაწვდომი იქნება გზამკვლევი და ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროფილის შევსების პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ. ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)