|
2018-09-13 17:35:23, 1475 ნახვა
ეკონომიკა
მარკ ონილი - აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი
„აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი ბათუმში“, -ამის შესახებ კომპანია „კოლუმბია შიფმენეჯმენტის" პრეზიდენტმა მარკ ონილმა, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე განაცხადა. როგორც მან ფორმუზე აღნიშნა, მან სურთ საქართველოსთან უფრო მყარი ურთიერთობის გამყარება. „ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებს, რომ დავეხმაროთ თქვენს მთავრობას იმაში, რაც შეგვიძლია, რათა მან განახორციელოს ეს ამბიციური მიზნები. ბათუმში ყოფნით და ამ ფორუმის მიმდინარეობით ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს აბსოლუტურად მიღწევადია, 1999 წლიდან მოყოლებული ჩვენი ურთიერთობები მყარდება. 112 უფროსი რანგის ოფიცერი და 700 მეზღვაურია ჩვენთან დასაქმებული. ჩვენ მომავალში კიდევ უფრო გვინდა ამ ურთიერთობის გამყარება და გაფართოება“, –აღნიშნა მარკ ონილმა. ინფორმაციისთვის: საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს იმართება. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)