|
2018-09-13 13:59:36, 1270 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან
ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან - ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018 -ის ფარგლებში, საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმებს გერმანიასა და ხორვატიასთან. ამ დოკუმენტების თანახმად, ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიისა და ხორვატიის, ან ამ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. მემორანდუმს გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორმა რეინჰარდ კლინგენმა. როგორც მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, ეს საქმიანობა თავისთავად მოიცავს სხვა დარგებსაც, მათ შორის - წვრთნა, სწავლება, მომზადება და ა.შ. „ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის სწავლებასა და მომზადებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მოიტანს იმ შედეგებს, რომ საქართველო თავისი პირადი შემადგენლობით, მეზღვაურებით და საზღვაო სფეროში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო სტანდარტებზე და ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, -აღნიშნა გერმანიის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)