|
2018-09-11 21:17:37, 1306 ნახვა
კომენტარი
გუგული მაღრაძე: სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, სადღაც მარიხუანას, ეს ქვეყანას მოგება მოუტანს
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გუგული მაღრაძის თქმით, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოება ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ამის შესახებ მაღრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: „ჩვენ უცხოეთში გასატანი არა გვაქვს არაფერი, იმიტომ რომ ძალიან რთულია. მაგრამ, ახლა იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, რომ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს (მარიხუანას) უცხოეთში. იცით რაშია საქმე, ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა და სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას, სადღაც ჟოლოს და სადღაც ამას. ეს იქნება ლიცენზირებული, ეს იქნება გათვლილი იმის მიხედვით, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)