14:39 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 18:29:39, 910 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე მარიხუანას წარმოებაზე: ეს შეიძლება გახდეს ჩვენს ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წყარო

მარიხუანას წარმოება შეიძლება გახდეს ნარკოტიკების ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელების წყარო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო მარიხუანას წარმოების დაწყებისთვის მზად არ არის.

„ვიღაცისთვის მზადდება სპეციალურად ეს კანონი და ხდება გარკვეული ადამიანების ინტერესების ლობირება, ვინაიდან, რეალურად დღევანდელ პირობებში ვერ მოხდება გაკონტროლება იმისა, რომ იგი არ მოხვდეს შიდა ბაზარზე. თუ გავითვლაისწინებთ ხელისუფლების სისუსტეს, კორუფციას და არაორგიზებულებას, ეს შეიძლება გახდეს ნარკოტიკების ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელების წყარო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics