13:35 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 16:51:04, 835 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის მიზანია ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სამხედრო მიმართულების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება:

„რაც შეეხება დასავლეთის გაძლიერებას, კონკურენტულ მსოფლიოში, საერთო ღირებულებების დაცვის ქვაკუთხედი სამხედრო ძლიერება უნდა იყოს. ჩემი აზრით, სტრატეგიული შენარჩუნება განახლების გზით უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნატოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის პოლიტიკის განახლებას. ამ პროცეში აშშ-ის ლიდერობა, წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობისა და თავდაცვითი შესაძლებობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა მინისტრმა. 

მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ევროპული სტრატეგიული ავტონომია ევროპის ქვეყნების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს ნატოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.

ლევან იზორიამ ამ პროცესში სტრატეგიული მზადყოფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, კონკურენტულ სამყაროში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ადეკვატური პასუხია დასავლეთში ინტეგრაციის შენარჩუნება და გაძლიერება. ეს არის ჩვენი ეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი, არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ სტრატეგიული მზადყოფნის მდგომარეობა. სამხედრო სფეროში ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის მიზანია ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერება, რათა ყოველდღე ვიყოთ მზად ნატოში გაწევრიანებისთვის", - აღნიშნა იზორიამ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics