|
2018-09-11 13:44:29, 1115 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ სამშენებლო კომპანია ალიანს ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა
"ელიტ ელექტრონიქსი" ალიანს ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალ ექსკლუზიურ პროექტს „ალიანს პალასს“ საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი მოიცავს ტექნიკის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით საცხოვრებელი აპარტამენტების მოწყობას. პროექტი 41-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს წარმოადგენს, რომლის 1-დან -მე-5 სართულის ჩათვლით მსოფლიო ბრენდის „ქორთიარდ მერიოტი“-ს 150 ნომრიანი სასტუმრო, ხოლო 6 სართულიდან - 41-ე სართულის ჩათვლით პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება. ელიტ ელექტრონიქსის, როგორც დარგის ლიდერი კომპანიის მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის შემოტანა ქართულ ბაზარზე, ამასთანავე ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და დამკვიდრებას. ელიტ ელექტრონიქსის გუნდი ორიენტირებულია ხარისხზე და მუდმივ განვითარებაზე, რაც კომპანიის ყოველწლიურ ზრდაში გამოიხატება. კომპანია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 22 წელია მოღვაწეობს და ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)