|
2018-09-11 11:42:40, 704 ნახვა
რეგიონი
კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა
11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, 22,5 ათასი ტონა ყურძენი იყო გადამუშავებული. „რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 11,5 ათასი ტონა, შემდეგ მოდის ყვარელი- 11 ათასი ტ. თელავი - 8 ათასი ტ., სიღნაღი - 4,7 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 3,2 ათასი ტ., ახმეტა - 2 ათასი და ლაგოდეხი 800 ტონამდე. დღეღამურად, საშუალოდ 5 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)