|
2018-09-10 19:40:53, 1076 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მე და ზაზა სარალიძე შავ დღეში ჩაგვაგდო
უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მე და ზაზა სარალიძე შავ დღეში ჩაგვაგდო, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ის და მისი შვილი ტერორიზმში უმიზეზოდ დაადანაშაულა. „ისევ მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, არანაირი სიმართლე არ დადგინა. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს გამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილების მკვლელები უნდა დაისაჯონ. ასეთი სახის დანაშაული ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ქართველი ერის წინაშე თავს დავდებ, რომ არც თემირლანი და არც მე, როგორც დამაბრალეს, ტერორისტები არ ვართ. ვართ საქართველოს შვილი, ქართველი ხალხის ხმა და ბოლომდე ასე იქნება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოდით გარეთ, რათა დავშალოთ არსებული სისტემა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობიდან ჩამოსული ათობით ადამიანი შეუერთდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)