|
2018-09-10 14:17:23, 531 ნახვა
რეგიონი
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა, თუმცა რეგიონში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებას უცხოელი სპეციალისტები 16 ოქტომბრამდე გააგრძელებენ. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „Batumi Raptor Count”-ის წარმომადგენლებმა გადამფრენი ფრინველების კუთხით აჭარის უნიკალურობაზე, ფესტივალის შედეგებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ღონისძიებას 25 ქვეყნიდან რეგიონში მყოფი ორნითოლოგები, ფრინველებზე დამკვირვებლები, ეკოტურისტები, ასევე აჭარის სამთვარობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ფესტივალის საპატიო სტუმრები ამერიკიდან უილიამ კლარკი და დიდი ბრიტანეთიდან დეივიდ ლინდო. აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბერს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში მსურველებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით ექსკურსიებში ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო ოაზისში მოწვეული სპეციალისტები ლექცია-პრეზენტაციებს მართავდნენ. ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. შემოდგომის პერიოდში აჭარას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, რომელთა სანახავადაც ორნითოლოგები, სპეციალისტები და ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. საშუალოდ, სეზონზე რეგიონში 2500-მდე ღამისთევა ფიქსირდება, რომელთა უმრავლესობაც სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებში ხორციელდება. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 16 აგვისტოს დაწიყო და 16 ოქტომბერს დასრულდება.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)