|
2018-09-10 12:24:18, 1020 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი: ახალი საბაჟო კოდექსით ინერგება გაფორმებისა და საქონლის გადამუშავების გამარტივებული პროცედურები
"ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს მარტივი გაფორმების პროცედურას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს დეკლარაციაში შემავალი საქონლის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, რაც შეამცირებს საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს. გარდა ამისა, ახალი საბაჟო კოდექსით ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გადამუშავებული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, მისი სურვილით, იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. ახალი რეგულაციით, ბიზნესს უმცირდება დანახარჯები და უჩნდება უფრო მეტი სტიმული საქართველოში პროდუქციის წარმოებისათვის.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)