|
2018-09-10 11:58:14, 978 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ ძნელაშვილი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შემუშავებას დადებითად აფასებს
"მისასალმებელია, რომ საბაჟო ურთიერთობებს ცალკე, სპეციალური კანონი მოაწესრიგებს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს რეგულაციების ხშირი ცვლილებისაგან დაცვის ერთგვარი გარანტიაა და სტაბილურ საკანონმდებლო სივრცეს განაპირობებს საბაჟო სფეროში. „რაც შეეხება კოდექსის პროექტის შინაარსობრივ ნაწილს, საგულისხმოა, რომ იგი ერთგვარი სინთეზია საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში ბოლო პერიოდში გატარებული წარმატებული რეფორმებისა და მოწინავე ევროპული რეგულაციების, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. ცნობილია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ერთ-ერთ ბარიერს სწორედ ქვეყნებს შორის განსხვავებული საბაჟო და საგადასახადო რეგულირება წარმოადგენს. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი საბაჟო კოდექსის მიღება კი უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის და ქართული და ევროპული ბიზნესის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)